იტალიური ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი სერია A-ს 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა - ინფორმაციას ამის თაობაზე იტალიის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, სპალეტი კუთვნილ ჯილდოს სერია ა-ს ბოლო ტურის მატჩის დაწყებამდე მიიღებს, რომელშიც ნაპოლი სამპდორიას დაუპირისპირდება.
ცნობისთის, სეზონის დასრულების შემდეგ 64 წლის სპეციალისტსს ნაპოლის დატოვება და დროებით შესვენება აქვს გადაწყვეტილი.