ახალი კანდიდატი ცნობილია - ვინ შეცვლის სალიჰამიჯიჩს ბაიერნში? » სპორტის ხაზი

ახალი კანდიდატი ცნობილია - ვინ შეცვლის სალიჰამიჯიჩს ბაიერნში?

ახალი კანდიდატი ცნობილია - ვინ შეცვლის სალიჰამიჯიჩს ბაიერნში?
28-05-2023, 14:50
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ მიუნხენის ბაიერნმა სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა, გერმანულ მედიაში კი მისი შემცვლელის ვინაობა უკვე დასახელდა.

როგორც Bild-ის გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ბაიერნისთვის ახალი კანდიდატი ლაიფციგის სპორტული დირექტორი მაქს ებერლია, რომელთანაც კონტაქტი მიუნხენური კლუბის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ რამდენიმე ტურის წინ ჰქონდათ.

საგულისხმოა, რომ ებერლი ლაიფციგში ამავე წლის დასაწყისიდან მუშაობს და მისი კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი, იქამდე კი მაქსი მიუნხენგლადბახში 14 წლის განმავლობაში მუშაობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაქს ებერლს ბაიერნში გადასვლა ჯერ კიდევ 6 წლის წინ, 2017 წელს შეეძლო, თუმცა მაშინ არჩევანი სწორედ ჰასან სალიჰამიჯიჩზე შეჩერდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი