ვიქტორ ოსიმენისა და ნაპოლის შესახებ ინფორმაციის ნაკადი არ წყდება, რის შესახებაც მედიაში დღეს მორიგი სიახლე გამოქვეყნდა.
საქმე ეხება თავად ნიგერიელი ფეხბურთელის აგენტის კომენტარს, რომელიც მან RAI-სთან საუბრისას გააკეთა:
"ჩემი კლიენტი ნაპოლიში იმ შემთხვევაში დარჩება თუ ის კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება." - თქვა ოსიმენის აგენტმა
როგორც დაიწერა, ამ მოთხოვნის შესრულებისთვის ნაპოლის მოუწევს, რომ 9 ნომერს წელიწადში 7 მილიონ ევრომდე გადაუხადოს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.