"რას შეცვლიდა ხვიჩასთვის იტალიური პასპორტი?" - რობერტო მანჩინი კვარაზე » სპორტის ხაზი

"რას შეცვლიდა ხვიჩასთვის იტალიური პასპორტი?" - რობერტო მანჩინი კვარაზე

"რას შეცვლიდა ხვიჩასთვის იტალიური პასპორტი?" - რობერტო მანჩინი კვარაზე
13-05-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, რობერტო მანჩინიმ Tuttomercatoweb-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მან ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

როგორც რობერტო მანჩინიმ თქვა, ის ქართველი ფეხბურთელის თამაშს ნეაპოლში გადაბარგებამდე კარგად იცნობდა:

"ხვიჩა კვარაცხელია მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია. სიმართლე გითხრათ, მის შესახებ ინფორმაცია ნაპოლიში გამოჩენამდე მქონდა. თამამად ვამბობ, რომ მას ფანტასტიკური საფეხბურთო უნარები აქვს."

"რას შეცვლიდა ხვიჩასთვის იტალიური პასპორტი? - მის გარეშეც მოვძებნიდით, მაგრამ პასპორტით უფრო მარტივი იქნებოდა."
- თქვა იტალიის მწვრთნელმა

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის მაისურით ამ დრომდე 14 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი