“ალ ნასრს” ალეგრის გადაბირება სურს » სპორტის ხაზი

“ალ ნასრს” ალეგრის გადაბირება სურს

“ალ ნასრს” ალეგრის გადაბირება სურს
12-05-2023, 14:45
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ჟურნალისტი რუდი გალეტი იტყობინება, საუდის არაბული კლუბი “ალ ნასრი,” სადაც ამჟამად კრიშტიანუ რონალდუ ასპარეზობს, ახალი მთავარი მწრვთნელის ძიებაშია. ჯერ-ჯერობით გუნდს დინკო იელიჩიჩი წვრთნის, მან რუდი გარსია შეცვალა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, “ალ ნასრის” ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტურინის “იუვენტუსის” ამჟამინდელი თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის დანიშვნა სურს. იტალიელ სპეციალისტს რინალდუსთან ერთად მუშაობის გამოცდილებაც აქვს. სპეციალისტის ამჟამინდელი კონტრაქტი “ბიანკონერისთან” 2025 წლამდე აქვს. მასიმილიანო ალეგრი და კრიშტიანუ რონალდუ ერთად 2018/2019 წლების სეზონში მუშაობდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი