ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რომელიც თავის დროზე კატალონიის “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, ლიონელ მესის მიმართ “პსჟ-ის” ქომაგების თაოსნობით მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
“მე არ მესმის ლეო მესის მიმართ სტვენა და შეურაცხყოფის მიყენება. თუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გააკრიტიკებთ, ტაში ვის უნდა დაუკრათ?” - ასეთი მოსაზრება დააფიქსირა ლეგენდარულმა მოთამაშემ.
მოგეხსენებათ, “ლორეანისა” და “პსჟ-ის” მატჩის შემდგომ მესი საუდის არაბეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ხელმძღვანელობამ არაფერი იცოდა, ამ მიზეზით არგენტინელი შემტევი ორი კვირით გუნდიდან დისკვალიფიცირებულია.