"ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ელჩია" - Calcionapoli24 » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ელჩია" - Calcionapoli24

"ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ელჩია" - Calcionapoli24
5-05-2023, 22:34
Aa Aa
გაზიარება:

ნეაპოლურმა ვებგვერდმა, კერძოდ Calcionapoli24-მა ხვიჩა კვარაცხელიას პირველი სეზონი ჩემპიონობიდან მალევე შეაფასა, გთავაზობთ მას:

"ის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი და განცვიფრების წყაროა, რამაც ნაპოლის 33 წლიანი ლოდინი დაასრულა, მის ქვეყანაში მოგზაურობამ კი გვიჩვენა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კვარას ქართველებისთვის. საქართველოშ გვითხრეს, რომ ქვეყნის საუკეთესო ელჩი სწორედ კვარაცხელიაა, ის ერისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანია და თავადაც კი არ ესმის კარგად თუ რამდენს აკეთებს ქვეყნის სასიკეთოდ განვითარებისთვის."

"ხვიჩა კვარაცხელია არის ადამიანი, რომელიც ორი სხვადასხვა სამყაროს გამორჩეული წევრი და გმირია. მის ქვეყანაში ნაპოლი ძალიან შეუყვარდათ და პრაქტიკულად აღარც დარჩა ქალაქი, სადაც ხვიჩასა და ნაპოლის მაისურებს ვერ ნახავთ, ეს თავიდან ბოლომდე კვარას დამსახურებაა."

"მან ვერონასთან დაიწყო, დიდებულ სეზონს კარგი შესავალი გაუკეთა, შემდეგ უამრავი მეტოქე უბრალოდ მიაძინა, გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა, რაც ნეაპოლს სამუდამოდ დაამახსოვრდება."

"მოვა დრო, როდესაც იტყვიან, რომ ამ ნაპოლის უმთავრესი წარმატების წყარო სწორედ ხვიჩა კვარაცხელია იყო, შორეული ქვეყნიდან მოსული ბიჭი, რომელმაც პირველივე სეზონში მთელი იტალია დაიპყრო."
- წერს გამოცემა

ცნობისთვის, კვარამ ამ დრომდე ნაპოლის მაისურით 38 მატჩი გამართა, 14 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი