ნელ-ნელა 2022/23 წლების სეზონი დასასრულისკენ
მიდის. ქართველი და არა მხოლოდ ქართველი ქომაგებისთვის ცხელი ზაფხული დადგება, ვინაიდან ხვიჩა კვარაცხელიას ახალ გუნდში გადაბარგებასთან დაკავშირებით ინფორმაცია იმატებს.
მუდმივად, ამ სეზონის განმავლობაში ინტერესი არაერთი კლუბიდან წამოვიდა. კვარაცხელიას შესანიშნავი გამოსვლა შეუმჩნეველი არავისთვის დარჩდენილა. ქართველმა ფეხბურთელმა 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 37 თამაშში 14 გოლი და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა.
fichajes.net- ის ცნობით “ნაპოლის” 77-ე ნომრის შეძენა ლონდონის ჩელსის სურს და ამ ტრანსფერის მთავარი მსურველი მაურისიო პოჩეტინოა. "ლურჯები" მომდევნო სეზონისთვის მწვეთნელობის მთავარი კანდიდატად სწორედ ამ უკანასკნელს მოიაზრებენ. ზემოთაღნიშნული წყაროს ცნობით, პოჩეტინომ ტოდ ბოელს კვარას შეძენა ურჩია.