1992-1994 წლებში “ნაპოლის” ღირსებას ურუგვაელი ფეხბურთელი, დანიელ ფონსეკა იცავდა. 1992/93 წლების სეზონში უეფას თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ფონსეკამ “ვალენსიას” ხუთი ბურთი გაუტანა, “პარტენოპეიმ” 5:1 იმარჯვა.
რამდენიმე დღის წინ ურუგვაელმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტებმა მას კვარაცხელია შეადარეს, რაზეც ყოფილი ნეაპოლელისგან შემდეგნაირი პასუხი მიიღეს:
“როცა ერთ თამაშში 5 გოლს გაიტანს, შემდეგ კი. ეს არის ერთადერთი რეკორდი, რომელიც ნაპოლიში მაქვს. ადრე ფეხბურთის თამაში ბევრად რთული იყო. მცველები ძალიან უხეშად თამაშობდნენ და გაფრთხილებას მე-80 წუთამდე არ იღებდნენ. მესისა და რონალდუს უფრო ადრე რომ ეთამაშათ, სეზონში ორმოც გოლს კი არა, ოცსაც ვერ გაიტანდნენ.”