რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში სლოვან ბრატისლავამ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძისა და ადგილობრივი წამყვანისგან საინტერესო სიახლეს ვიგებთ.
როგორც ვიდეოში ამბობენ, მომდევნო ტურის შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს სლოვანი და ტრნავა დაუპირისპირდებიან, მასპინძელი გუნდის სტადიონის C სექტორში 500 ადამიანს ლუდი უფასოდ დაურიგდება.
საგულისხმოა, რომ მთელ ამ უფასო გამასპინძლებას თავიდან ბოლომდე გიორგი ჩაკვეტაძე აფინანსებს!