"როცა ამის შესახებ გავიგე მეგონა, რომ სიზმარში ვიყავი" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩემპიონთა ლიგასთან » სპორტის ხაზი

"როცა ამის შესახებ გავიგე მეგონა, რომ სიზმარში ვიყავი" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩემპიონთა ლიგასთან

"როცა ამის შესახებ გავიგე მეგონა, რომ სიზმარში ვიყავი" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩემპიონთა ლიგასთან
22-04-2023, 22:52
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი ჩემპიონთა ლიგიდან მილანმა გამოაგდო, თუმცა თავად ამ ტურნირის მესვეურებს ხვიჩა კვარაცხელია აშკარად დაამახსოვრდათ, რასაც მათ მიერ ქართველ ფეხბურთელთან ჩაწერილი ინტერვიუ ადასტურებს:

მაღალ დონეზე თამაშის პასუხისმგებლობა

"ნაპოლიში თამაში დიდ პასუხისმგებლობას მაგრძნობინებს, ხანდახან დასაშვებზე მეტს, თუმცა ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მასთან გამკლავება შემიძლია. გარდა ჩემი დამოკიდებულებისა, მასთან საბრძოლველად ჩემი თანაგუნდელებიც მეხმარებიან, რომლებთანაც ერთად მინდორზე გასვლისას ყველანარი ნერვიულობის გრძნობა ქრება და ფეხბურთის თამაშს დიდი სიყვარულით ვიწყებ."

როგორი ქალაქია ნეაპოლი

"ეს ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ვარ. აქ ყველა მაღალ დონეზე თამაშობს და საკმაოდ მრავალპროფილურები არიან როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ვფიქრობ, ადაპტაციის პროცესი ნორმალურად გავიარე და სერია A-ს ნორმალურადვე შევეწყვე."

ბათუმური პერიოდი

"ადრე ვფიქრობდი, რომ მონდომება და ენერგია დაკარგული მქონდა, რაც ბათუმის ფანებმა აღმიდგინეს. ისინი სტადიონს მუდმივად ავსებდნენ და მათ მიერ შექმნილი ატმოსფერო ყოველთვის საოცარი იყო."

მსგავსება დიეგო არმანდო მარადონასთან

"რა თქმა უნდა, ამ ქალაქის მეფე მარადონაა, რომელთანაც ვიღაცებმა შემადარეს და თავიდან ვიფიქრე, რომ სიზმარში ვიყავი. ცხადია, დიდებული გრძნობაა, როდესაც დიეგოს გადარებენ. მე პატარა ერის შვილი ვარ და რთული იყო იმის წარმოდგენა თუ სადამდე მოვიდოდი, თუმცა ჩემი თავისა და ჩემი ოცნებების ყოველთვის მჯეროდა, რამაც შედეგი გამოიღო კიდეც." - ხვიჩა კვარაცხელია


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი