"ქართველმა ქომაგებმა თვითრწმენა დამიბრუნეს" - ხვიჩა კვარაცხელია » სპორტის ხაზი

"ქართველმა ქომაგებმა თვითრწმენა დამიბრუნეს" - ხვიჩა კვარაცხელია

"ქართველმა ქომაგებმა თვითრწმენა დამიბრუნეს" - ხვიჩა კვარაცხელია
23-03-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველო მალე ახალ საკვალიფიკაციო ციკლში ჩაერთვება და პირველ შეხვედრას ბათუმში, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

იქამდე სანამ სკანდინავიელებს შევხვდებოდეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, გთავაზობთ მას:

ბათუმური თვეები

"დინამო ბათუმში თამაშისას გულშემატკივრება თვითრწმენა დამიბრუნეს. მახსოვს, რომ ყველა მატჩზე ივსებოდა სტადიონი და ვფიქრობდი, თითქოს ევროპის რომელიმე დიდ გუნდში ვიყავი. დინამო ბათუმში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ და მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩემი კარიერის განვითარებაში."

სათამაშო კომპონენტების გაუმჯობესება

"არ მიყვარს როცა საკუთარ თავზე ვსაუბრობ, თუმცა, ალბათ დაცვითი თამაში გავაუმჯობესე და უფრო მეტად გუნდურად ვთამაშობ. ადრე მეტად ვიღებდი საკუთარ თავზე თამაშს, თუმცა ასეთ გუნდსა და ნაკრებში თამაშმა იქამდე მიმიყვანა, რომ მეტად დამეწყო გუნდურ თამაშზე ფიქრი, ამ ხალხის გარეშე ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლავ ვარ."

პირველი პერიოდი ნაპოლიში

"თავიდან, ზოგს ჩემი ნაპოლიში გამოჩენა მოეწონა, ზოგს კი არა. ზოგადად, ჩემი პირველი გოლი ძალიან დამეხმარა, რათა საკუთარი თავის მეტად მერწმუნა და ჩემივე თავი დამეჯერებინა, რომ სერია A-ს დონის ფეხბურთის თამაში შემეძლო." - ხვიჩა კვარაცხელია


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი