სლუცკი: “ნაპოლის ხვიჩა ლატარიაში ერგო” » სპორტის ხაზი

სლუცკი: “ნაპოლის ხვიჩა ლატარიაში ერგო”

სლუცკი: “ნაპოლის ხვიჩა ლატარიაში ერგო”
18-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ლეონიდ სლუცკიმ, რომელიც ყაზანის “რუბინს” იმ წლებში წვრთნიდა, როცა იქ ხვიჩა კვარაცხელია ირიცხებოდა, “ნაპოლის” 77-ე ნომრის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ იტალიურ გუნდს ძალიან გაუმართლა:

“ხვიჩა დღეს რასაც აკეთებს, ეს ჩემთვის გასაკვირი საერთოდ არ არის. იტალიაში ჩასვლამდე მას არავინ იცნობდა. ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ რუსეთის ჩემპიონატი დიდად პოპულარული არ არის. აქ ყველამ ვიცოდით მისი ნიჭის შესახებ, ამიტომ ის, რასაც დღეს კვარაცხელია ქმნის, არავის უკვირს.

ნაპოლიმ ხვიჩა ლატარიაში მოიგო, რადგან მათ ფაქტობრივად უფასოდ დაიმატეს 100 მილიონიანი ფეხბურთელი. შეთავაზებები “ტოტენჰემისგანაც” იყო, მაგრამ ყველაფერი ასე მოხდა. რუსეთში ასე ვამბობთ ხოლმე - “თუ კარგი ფეხბურთელი გადავა ცუდ გუნდში, ის შესაძლოა ცუდი ფეხბურთელი გახდეს.” თუ სერია A-ში ათამაშდები და ახალ დონეზე ახვალ, ეს შენ განვითარებას დაეხმარება.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი