მოგეხსენებათ, ხვალ 18 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში “ნაპოლი” “მილანს” დაუხვდება. გუნდები ნახევარფინალისტის ვინაობას გაარკვევენ.
დღევანდელ ვარჯიშზე “როსონერის” საწვრთნელი ბაზა ოლივიე ჟირუმ ნაადრევად დატოვა. ფრანგმა შემტევმა დაზიანება მიიღო და ხვალინდელ მატჩში მისი მონაწილეობა სათუოა. ყველაფერი სამედიცინო დასკვნაზეა დამოკიდებული.
ოლივიე “ნაპოლისთან” პირველ შეხვედრაში დაშავდა, მაგრამ მატჩი ბოლომდე ჩაატარა, მაგრამ აქილევსის მყესის დაზიანება, როგორც ჩანს, დღეს ისეთი მტკივნეული აღმოჩნდა, რომ მილანელთა შემტევმა ვარჯიშის ბოლომდე ჩატარება ვერ მოახერხა.