მარიო რუი “ნაპოლის” მოთხოვნებს უყენებს - რა არის პორტუგალიელის სურვილი » სპორტის ხაზი

მარიო რუი “ნაპოლის” მოთხოვნებს უყენებს - რა არის პორტუგალიელის სურვილი

მარიო რუი “ნაპოლის” მოთხოვნებს უყენებს - რა არის პორტუგალიელის სურვილი
15-04-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, მარიო რუიმ “ნაპოლის” ულტიმატუმი წაუყენა, რომლის არშესრულების შემთხვევაში 31 წლის მოთამაშე კლუბს დატოვებს.

რაში მდგომარეობს საქმე - ზემოთაღნიშნული წყარო წერს, რომ მარიო რუის სურვილია, ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წარმომადგენელი იყოს. თუ ეს ყოველივე არ შესრულდება, ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “პარტენოპეის” დატოვებაზე იფიქრებს.

იტალიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 29 შეხვედრიდან 21-ში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 6 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი