მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და ფრენკ ლამპარდის ჩელსი საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით იტალიელი სპეციალისტი მადრიდის რეალის (ჩემპიონთა ლიგაში) რეკორდსმენი გახდა.
საქმე ისაა, რომ აქამდე ამავე ტურნირზე რეალის მწვრთნელის რანგში ყველაზე მეტი მოგება ვისენტე დელ ბოსკეს ჰქონდა (34), ახლა კი ამ რეკორდის მფლობელი ანჩელოტია, რომელმაც ესპანელ კოლეგას ერთი მაჩვენებლით გაასწრო.
შეგახსენებთ, რომ ჩელსისა და რეალის განმეორებითი შეხვედრა 18 აპრილს 23:00 საათზე გაიმართება.