ქართველი შემტევი, გიორგი მიქაუტაძე 2015-16 წლებში ფრანგული კლუბის, “სენტ პირსის” ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში ჟორჟს ლიონელ ბა ხელმძღვანელობდა. სპეციალისტმა Republican Lorrain-თან საუბრისას ხაზი გაუსვა ქართველი ფეხბურთელის წინსვლასა და თამაშის ხარისხის მატებას.
“გიორგი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, მუდამ გოლზე იყო დაგეშილი. როგორც კი შესაძლებლობა ეძლეოდა, მუდამ კარში ურტყავდა.
ვგრძნობდი, რომ მას დიდი პოტენციალი ჰქონდა და მაღალ დონეზე ითამაშებდა. გიორგის ყველა მახასიათებელი კარგი აქვს, მომენტს სწორად არჩევს. ბურთს სწორად აკონტროლებს და საგოლე ალღოც აქვს” - განაცხადა ფრანგმა.