"ინტერესი ინგლისიდან და საფრანგეთიდანაა" - ვიქტორ ოსიმენის აგენტი » სპორტის ხაზი

"ინტერესი ინგლისიდან და საფრანგეთიდანაა" - ვიქტორ ოსიმენის აგენტი

"ინტერესი ინგლისიდან და საფრანგეთიდანაა" - ვიქტორ ოსიმენის აგენტი
5-04-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

მედიაში ნაპოლის ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის აგენტის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც თავისი კლინეტის კარიერული მომავლის შესახებ ისაუბრა:

"ვიქტორს შემოთავაზებებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, რადგან მის მიმართ ინტერესს ძალიან ბევრი გუნდი იჩენს. უმეტესად, ამ გუნდების დაინტერესება ინგლისიდან და საფრანგეთიდან მომდინარეობს."

"ლიგა 1-ში პსჟ აქტიურობს, რომელიც ცენტრალური ფორვარდის გაფორმებას აქტიურად ცდილობს. ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მივიღებთ."

"ვფიქრობ, ოსიმენი ახლა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. ჩემი აზრით, ვიქტორი ერლინგ ჰოლანდსაც კი აღემატება."
- თქვა ანდრა დ'ამიკომ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი