საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყარაბაღის მეკარემ, 23 წლის ლუკა გუგეშაშვილმა შესაძლოა, რომ სეზონის ბოლოს კლუბი გამოიცვალოს და კარიერა თურქეთში ან ხორვატიაში გააგრძელოს, ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება.
"ქართველი კარის დარაჯით ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები ინტერესდებიან, როგორებიც ხორვატია და თურქეთი არიან."
"თურქული კლუბების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ის ნამდვილად ცნობილია, რომ ლუკათი ხორვატული რიეკა ინტერესდება, რომელიც აპირებს, რომ გუგეშაშვილი ზაფხულში იჯარით აიყვანოს." - ვკითხულობთ Azerisport-ის გამოცემაში
ცნობისთვის, ლუკა გუგეშაშვილი აზერბაიჯანში 2022 წლის იანვრიდან თამაშობს და ყარაბაღთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს.