საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ვალენსიას” კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი წარსულში მადრიდის “ატლეტიკოს” არაერთხელ დაუკავშირეს. აღნიშნულ საკითხზე საუბრები კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ამჯერად ქართველის “როხიბლანკოში” გადასვლაზე TodoFichajes-ი წერს.
ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, მადრიდელთა ინტერესებში დომინიკ ლივაკოვიჩიც იყო, თუმცა მისი ტრანსფერი “ვილიარეალში” მალე დაიხურება, შესაბამისას დიეგო სიმეონეს გაწვრთნილ კლუბს სხვა მეკარეზე მოუწევს აქცენტირება. ერთ-ერთი ფავირიტი კი სწორედ გიორგი მამარდაშვილია.
“ღამურებს” ფინანსური პრობლემები აქვთ. გიორგის მადრიდრულ კლუბში ტრანსფერი თანაც სარფიან თანხად მათ აშკარად წაადგებათ. “ატლეტიკოსთვის” კი მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათი კარი სანდო დარაჯის ხელში იყოს.