მეორე ქართველი ლა ლიგაში? - დინამო მოსკოვი ესპანიოლის ინტერესს ადასტურებს! » სპორტის ხაზი

მეორე ქართველი ლა ლიგაში? - დინამო მოსკოვი ესპანიოლის ინტერესს ადასტურებს!

მეორე ქართველი ლა ლიგაში? - დინამო მოსკოვი ესპანიოლის ინტერესს ადასტურებს!
21-03-2023, 23:40
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში ქართული ფეხბურთი საოცარი ტემპებით ვითარდება, რასაც ქართველების გამოჩენილ კლუბებში თამაში ადასტურებს.

ასეთივე კარგ გზაზე დგას საბა საზონოვი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, რუსეთს უარი განუცხადა და საქართველოს ნაკრებში თამაში აირჩია. როგორც იწერება, საბას იტალიურ და ესპანურ კლუბებს უკავშირებენ.

ამ ყველაფრის შესახებ ჯერ კიდევ გარკვეული ხნით ადრე დაიწერა, ახლა კი დინამო მოსკოვმა (საბას კლუბმა) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლა ლიგიდან, კერძოდ ესპანიოლიდან სატრანსფერო ინტერესი რეალურად არსებობს!

საგულისხმოა თავად დინამო მოსკოვის საზონოვისადმი დამოკიდებულებაც. იმ შემთხვევაში თუ ქართველ მცველს შემოთავაზება ექნება, რუსული კლუბი საზონოვისთვის საქმის გართულებას არ შეეცდება, პირიქით, ისინი საბას ტრანსფერის განხორციელებაში ხელს შეუწყობენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი