ლევერკუზენის ბაიერნის 19 წლის ტალანტმა, ფლორიან ვირცმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბარსელონას მხრიდან მის მიმართ ინტერესის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ლევერკუზენზე ფიქრობს:
"ახლახანს წავიკითხე ამის შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე მსურს ყურადღება ლევერკუზენზე გავამახვილო და წარმატებას აქ მივაღწიო - მომავალში რა იქნება ჯერ ამაზე არ ვფიქრობ", - განაცხადა ვირცმა.
ცნობისთის, 19 წლის გერმანელს მიმდინარე სეზონში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავის გამოჩენა 2 გოლით და 6 საგოლე გადაცემით მოახერხა - Transfermarkt-ს კი ის 70 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.