ლევანდოვსკი: “კლოპს შეუძლია იყოს მამა, რომელიც ყველაფერში გეხმარება” » სპორტის ხაზი

ლევანდოვსკი: “კლოპს შეუძლია იყოს მამა, რომელიც ყველაფერში გეხმარება”

ლევანდოვსკი: “კლოპს შეუძლია იყოს მამა, რომელიც ყველაფერში გეხმარება”
21-03-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი 2008-2015 წლებში დორტმუნდის “ბორუსიაში” მუშაობდა. 2010-2014 წლებში კი კლუბის ღირსებას პოლონელი შემტევი, რობერტ ლევანდოვსკიც იცავდა.

ამ დროისთვის ლევანდოვსკი კატალონიის “ბარსელონას” ღირსებას იცავს. მან თავის ყოფილ მწვრთნელსა და დამრიგებელზე, იურგენ კლოპზე ისაუბრა.

“იურგენს საუცხოო ხასიათი აქვს. მას შეუძლია იყოს შენთვის მამა, რომელიც ყველაფერში გეხმარება. თუმცა კლოპი ასევე სულ წინსვლისკენ გიბიძგებს” - განაცხადა პოლონელმა თავდამსხმელმა.

კლოპმა და ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგა ორჯერ მოიგეს, ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იყვნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი