როგორც უკვე მოგახსენეთ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ მიუნხენის ბაიერნის მეტოქე მანჩესტერ სიტი იქნება.
წილისყრას ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსიც გამოეხმაურა:
"მანჩესტერ სიტის კარგი პერიოდი უდგას, ისინი ძალიან ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ თანაბარი მეტოქეების დუელი გველოდება. ბევრი ალბათ იმასაც იფიქრებდა, რომ ამ ტურნირზე ასეთი ფინალი იქნებოდა.
ჰოლანდმა ბაიერნის წინააღმდეგ ბევრი მატჩი ჩაატარა და ცოტა გოლი გაიტანა - მისი არ უნდა გვეშინოდეს.
ვფიქრობ, მცირე უპირატესობა მაინც ბაიერნის მხარესაა, რადგან სიტის ჩემპიონთა ლიგა ჯერ არ მოუგია და ამის გამო ზეწოლას განიცდის", - განაცხადა მათეუსმა.