რამდენიმე ქვეყნის მედიაში ერთბაშად იწერება საქართველოს ნაკრებისა და თბილისის დინამოს ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი მოისწრაფიშვილის ტრანსფერის შესახებ, რომლის განხორციელებაც სხვადასხვა ცნობილ გუნდებს სურთ.
მაგალითისთვის, როგორც Tuttomercatoweb-ისგან ვიგებთ, იტალიაში გიორგისადმი ინტერესი დიდია, განსაკუთრებით კი სასუოლო გამოირჩევა, რომელიც სეზონის ბოლომდე მოისწრაფიშვილს აქტიურად დააკვირდება.
გარდა ამისა, იწერება ფრანგული ტულუზის ინტერესის შესახებაც, რასაც თან სდევს შვეიცარიული ბაზელის, ბულგარული ლუდოგორეცისა და დანიური კოპენჰაგენის ინტერესიც. საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელის რიგებში ქართველი ფეხბურთელი, დავით ხოჭოლავა თამაშობს.
ამდენად, უახლოესი მატჩები გიორგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მისი კარგი და სტაბილური თამაში არის უშუალოდ კავშირში მაღალი დონის ჩემპიონატში გადაბარგებასთან.