"დღეს სამხრეთ იტალიის მთავარ გამოცემას NapoliToday-ის ვესაუბრე ხვიჩა კვარაცხელიაზე და საქართველოზე" - გიორგი კეკელიძე » სპორტის ხაზი

"დღეს სამხრეთ იტალიის მთავარ გამოცემას NapoliToday-ის ვესაუბრე ხვიჩა კვარაცხელიაზე და საქართველოზე" - გიორგი კეკელიძე

"დღეს სამხრეთ იტალიის მთავარ გამოცემას NapoliToday-ის ვესაუბრე ხვიჩა კვარაცხელიაზე და საქართველოზე" - გიორგი კეკელიძე
7-03-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი მწერალი, პოეტი და წიგნის მუზეუმის დამაარსებელი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.

როგორც იცით, გიორგი კეკელიძეს გადაწყვეტილი აქვს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნი გამოსცეს, აღნიშნული პოსტიც სწორედ ამას შეეხება:

"დღეს სამხრეთ იტალიის მთავარ გამოცემას, NapoliToday-ის ვესაუბრე ხვიჩა კვარაცხელიაზე და საქართველოზე, როგორც ევროპის გარდაუვალ ნაწილზე, ჩვენს ანტიკურ ფესვებზე და ქრისტიანულ კულტურაზე, ,,ვეფხისტყაოსანზე", რუსთაველზე და დანტეზე, იმ მსგავსებებზე და განსხვავებზე რაც ჩვენი უპირატესობებია და მრავალფეროვნებას ბადებს - ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით. რომ ძალიან დიდი ისტორიის ქვეყანა ვართ და ეს ისტორია იმთავითვე ევროპულია."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი