ნაპოლის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, კალიდუ კულიბალიმ იტალიური კლუბის შესახებ მცირედი კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, სენეგალელი ფეხბურთელი ლონდონის ჩელსიში გადაბარგდა, რომელიც ცუდ ფორმაშია და თამაშების მოგება უჭირს, ნაპოლი კი დაფრინავს და სკუდეტოსთან ძალიან ახლოსაა. სწორედ ეს გახლავთ თემა, რის შესახებაც კულიბალის ჰკითხეს. აი, რა უპასუხა მან:
"საერთოდ არ ვეჭვიანობ ნაპოლის კარგ თამაშზე, როცა იგებენ ძალიანაც მიხარია. მე ბედისწერის მჯერა და მხოლოდ სიხარულს ვგრძნობ მაშინ, როდესაც ჩემი ყოფილი გუნდი წარმატებას აღწევს."
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატს მთელი 65 ქულით ლიდერობს და უახლოს მდევარ ლაციოს 17 ქულით უსწრებს.