"ის ძლიერი ფეხბურთელი და ოქროს ბიჭია" | ვიქტორ ოსიმენი კვარაზე » სპორტის ხაზი

"ის ძლიერი ფეხბურთელი და ოქროს ბიჭია" | ვიქტორ ოსიმენი კვარაზე

"ის ძლიერი ფეხბურთელი და ოქროს ბიჭია" | ვიქტორ ოსიმენი კვარაზე
2-03-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლისა და ნიგერიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა იტალიურ პრესას ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან რამდენიმე საკითხის შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ კონკრეტულ ამონარიდს, სადაც ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიასა და ნაპოლის ამჟამინდელ მიზნებზე, შიდა სამზარეულოზე საუბრობს:

"ხვიჩა კვარაცხელია? - ჩვენ მაგარი დუეტი გვაქვს, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. ცხადია, კვარა ძალიან მაგარი ფეხბურთელია, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ნამდვილი ოქროს ბიჭია."

"ნაპოლი? - ჯერ მხოლოდ მარტის თვეა, წინ დიდი დრო გვაქვს. მიუხედავად ამისა, სურვილი არ მიცხრება მოვიგო როგორც სკუდეტო, ისე ჩემპიონთა ლიგა. ჩვენს გუნდში ძალიან კარგი დამოკიდებულებაა, ფეხბურთელები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულად და ემპათიურად არიან განწყობილნი. ალბათ, ამას თუ არ გამოცდი, მაშინ ძალიან გაგიჭირდება სხვისთვის დეტალურად ახსნა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდეთ გამარჯვებაზე და ყურადღება არ უნდა გაგვეფანტოს."


სხვათაშორის, ნიგერიელ ფეხბურთელს პრემიერ ლიგის შესახებაც ჰკითხეს, სადაც უწინასწარმეტყველებენ კიდეც ვიქტორს გადასვლას:

"პრემიერ ლიგა ძალიან მაგარი ჩემპიონატია და ცხადია, იქ თამაში ყველას სურს, თუმცა ამ სეზონში მხოლოდ ნაპოლიზე ვფიქრობ და მეტი არაფერი მაინტერესებს, მე ტიტულების მოგება მინდა." - ვიქტორ ოსიმენი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი