"ნაპოლი ევროპის ყველაზე ძლიერი გუნდია" | ალესანდრო კოსტაკურტა » სპორტის ხაზი

"ნაპოლი ევროპის ყველაზე ძლიერი გუნდია" | ალესანდრო კოსტაკურტა

"ნაპოლი ევროპის ყველაზე ძლიერი გუნდია" | ალესანდრო კოსტაკურტა
21-02-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა, ალესანდრო კოსტაკურტამ ლუჩანო სპალეტის გუნდზე საჯაროდ ისაუბრა და მის შესახებ კომპლიმენტები არ დაიშურა:

"შესაძლოა, ვიღაცამ სისულელეში ჩამითვალოს, მაგრამ ღრმად მწამს, რომ მიდგომებითა და დამოკიდებულებებით ნაპოლი ევროპის ყველაზე ძლიერი გუნდია."

"ჩემი აზრით, ლუჩანო სპალეტის გუნდს აქვს ის, რაც ყველა დანარჩენს აკლია, ეს გუნდურობაა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ვფიქრობ, სპალეტიმ ამ ფორმაციის ნაპოლით ნამდვილი შედევრი შექმნა. მიმაჩნია, რომ ამ მომენტში ნაპოლი მანჩესტერ სიტიზე და სხვა წამყვან კლუბებზე ძლიერია"
- თქვა კოსტაკურტამ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას დღეს, 23:55-ზე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ფრანკფურტის აინტრახტის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი