სტატისტიკურმა სააგენტო Opta-მ იტალიი სსერია A-ს დასრულებამდე 16 ტურით ადრე ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინა, რომ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” ჩემპიონობის შანსი 99,46 პროცენტს აღწევს.
აღნიშნული ანალიზით ასევე გვამცნობს, რომ “ინტერს” შანსები ფაქტობრივად არ აქვს. ალბათობა იმისა, რომ “ნერაძურიმ” გააბათილოს “პარტენოპეისთან” ჩამორჩენა და ჩემპიონი გახდეს 0.5-ია.
სამხრეთიტალიურ კლუბს ამ დროისთვის 59 ქულა აქვს. მილანური გრანდი მას 15 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის ბომბარდირი კი 17 გოლით ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენია.