გუშინ, ჩემპიონთა ლიგა ორი საინტერესო 1/8 ფინალური შეხვედრით დაბრუნდა, აქედან ერთ-ერთში კი პსჟ საკუთარ მოედანზე ბაიერნთან 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგები გულშემატკივრებთან მივიდნენ, რათა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაეხადათ. სწორედ ამ დროს, სერხიო რამოსს ადგილობრივი ფოტოგრაფი მიუახლოვდა, ესპანელმა მცველმა კი ის უხეში ხელის ბიძგით მოიშორა - იხილეთ ვიდეო.
შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენი გერმანულ კლუბთან განმეორებით შეხვედრას 8 მარტს, 23:55-ზე გამართავს.