სამწუხაროდ, ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის დროს, ტრავმა ნაპოლის 22 წლის თავდამსხმელმა, ჯაკომო რასპადორიმ მიიღო.
როგორც დაიწერა, მას კუნთი აქვს დაზიანებული. აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით ტრავმის სიმძიმის ხარისხი უცნობია. სავარაუდოდ, ჯაკომოს გარკვეული პერიოდი გაუცდება.
ნაპოლის სათადარიგო ფეხბურთელმა ამ სეზონში 21 შეხვედრა გამართა და მეტოქის კარის აღება 5-ჯერ მოახერხა, აქედან 4 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ რასპადორი ნაპოლიში 2022 წელს გადაბარგდა, მანამდე ის სასუოლოს რიგებში თამაშობდა.