იტალიის სერია ა-ს 22-ე ტურის შეხვედრაში ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე კრემონეზეს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა, თუმცა sofascore-მა საკმაოდ დაბალი, 6.7 ქულა დაუწერა.
აღნიშნული საიტის აზრით, დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ნაპოლის კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო (8.5 ქულა) გახდა.
გაეცანით თითოეული მოთამაშის სარეიტინგო ქულას.