რამდენიმე დღის წინ, ლუჩანო სპალეტის ნაპოლიმ ლუკა გოტის სპეცია გასვლით შეხვედრაში 0:3 დაამარცხა და სერია A-ში 13 ქულით გალიდერდა.
როგორც შემდეგ დაიწერა, იტალიელი სპეციალისტი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ჟურნალისტმა ყურადღება სპალეტის წარსულში გაკეთებულ კომენტარებზე გაამახვილა, რაზეც ლუჩანომ კითხვის ავტორს მკაცრი ტონით უპასუხა:
"რა ჯანდაბა გაინტერესებს? ეს ჩემი საქმეა და რასაც მინდა იმას ვიტყვი" - თქვა სპალეტიმ. ცნობისთვის, მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს კრემონეზეს წინააღმდეგ გამართავს.