ამ წუთებში მიმდინარეობს იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა, რომელშიც ლუკა გოტის სპეცია ლუჩანო სპალეტის ნაპოლის მასპინძლობს.
როგორც მოსალოდნელი იყო, 63 წლის სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
ჩვენ კი სწორედ ქართველი ფეხბურთელის ეპიზოდს გთავაზობთ, რომელშიც მან რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და გოლის გატანამდე სულ ცოტა დააკლდა - იხილეთ ვიდეო.