ამ წუთებში მიმდინარეობს იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა, რომელშიც ლუკა გოტის სპეცია ლუჩანო სპალეტის ნაპოლის მასპინძლობს.
აღსანიშნავია, რომ იქამდე სანამ შეხვედრა დაიწყებოდა, ვიქტორ ოსიმენმა გახურებისას ბურთი ტრიბუნაზე მყოფ ქალბატონს გაარტყა, რომელთანაც ნიგერიელი ფეხბურთელი უმალვე მივიდა და მოუბოდიშა - იხილეთ ვიდეო.
ცნობისთვის, დღევანდელი მატჩის ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა.