ქართველმა მსაჯმა, ქალბატონმა თეონა სტურუამ საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის წოდება მიიღო. ის პირველი ქართველი ქალი მსაჯი იქნება, რომელსაც შეეძლება დიდ ტურნირებზე მუშაობა.
იგი აქამდე ფეხბურთელი იყო და თამაშობდა ქუთაისის “მართვეში.” იქ თეონა ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. სამსაჯო კარიერა მან 2018 წელს დაიწყო, თავდაპირველად ასისტენტის პოზიციაზე. ახლა თეონა მთავარი არბიტრია.