ერთა ლიგის წინა ტურში ინგლისის ნაკრებმა იტალიასთან გასვლაზე 1-0 წააგო და საბოლოოდ, B ლიგაში დაქვეუთდა, შეგახსენებთ, სწორედ B ლიგაში იასპარეზებს მომდევნო გათამაშებაში საქართველოს ნაკრები.
"არ ვიცი, რას წერენ გაზეთებში, რადგან არ ვკითხულობ. ზაფხულში ნაკრებში 3 კარგი მატჩი მქონდა, შემდეგ მოსამზადებელიც მშვენივრად გავიარე. თავს ფორმაში ვგრძნობ."
"ტენ ჰაგმა სათადარიგოთა სკამზე დამსვა და გუნდმა მას შემდეგ მოგებები დაიწყო. ბოლომდე ვიბრძოლებ და ძირითადში დაბრუნებას ვეცდები."
"ხალხს ნებისმიერი ისტორიის გამოგონება შეუძლია. "მანჩესტერის" კაპიტანი ვარ და ჩემზე რამეს რომ წერენ, ხმაურს იწვევს. ისინი მოწონებებს აგროვებენ, რეიტინგს იწევენ."
"გაგახსენებთ ერთ რამეს: შარშან ევროპის ჩემპიონატში ისე წავედი, რომ იქამდე ტრავმა მქონდა და 8 თვე გამიცდა. ევროპის წინ ერთი მატჩიც კი არ მქონდა ჩატარებული, მაგრამ შემდეგ ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდი" - განაცხადა ჰარიმ.