როგორც იცით, ვიქტორ ოსიმენი ნაპოლიში ფანტასტიკურ სეზონს ატარებს, რის გამოც ნიგერიელმა ფორვარდმა არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო.
სწორედ ამიტომ, გამუდმებით იწერება, რომ ნაპოლის ამჟამინდელი 9 ნომერი კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, დე ლაურენტისმა კი ახალი თავდამსხმელის ძიება უკვე დაიწყო.
როგორც იწერება, "პარტენოპეისთვის" ახალი კანდიდატი უდინეზეს პორტუგალიელი ფორვარდი ბეტოა, რომელსაც ამ სეზონის 19 თამაშში შვიდი გოლი აქვს გატანილი.
ცნობისთვის, ბეტოს Transfermarkt 13 მილიონს აფასებს, რაც ვიქტორ ოსიმენის ფასის დაახლოებით 1/8 იქნება.