როგორც იცით, კრემონეზეს ქართველი ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი უკვე რამდენიმე თამაშია, რაც იტალიური კლუბის განაცხადშიც კი ვერ ხვდება, მიზეზი კი საზარდულის ტრავმაა.
დავიდე ბალარდინის გუნდი მომდევნო შეხვედრას ინტერის წინააღმდეგ გამართავს, ამ მატჩისთვის გამოქვეყნებულ განაცხადში კი ლოჩოშვილი ისევ ვერ მოხვდა, რაც დავიდემ მცირე კომენტარით განმარტა:
"ლუკა ლოჩოშვილს საზარდულის ტრავმა ისევ აწუხებს, ამიტომ გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშს განაგრძობს, ის ინტერთან ვერ დაგვეხმარება." - თქვა კრემონეზეს დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველის გუნდი სერია A-ს ბოლო პოზიციას 8 ქულით (მოგების გარეშე) იკავებს, ლოჩოშვილის ანგარიშზე კი 14 თამაში და 1 საგოლე გადაცემა გახლავთ.