“რომას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სებინო ნელამ “ნაპოლის” ოფიციალურ რადიოსთან, Kiss Kiss-თან “პარტრნოპეის” შესახებ ისაუბრა.
“კარგი მწვრთნელის გარეშე გუნდი ვერ მოიგებს. სპალეტის ჩემპიონების გარეშე სერია ა-ს მოგება შეუძლია. ნაპოლის პოტენციური ჩემპიონი ჰყავს და ეს ვიქტორ ოსიმენია. კვარაცხელია ჩემპიონი არაა, მას ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს, რომ შეუძლია ჩემპიონი გახდეს.
ყველა მწვრთნელს ვეტყოდი: იმუშავე და გვაჩვენე იგივე, რისი გაკეთებაც სპალეტის შეუძლია. ახლა ნაპოლის კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ მწვრთნელი გუნდის ფორმირებას ბრწყინვალედ ახდენს” - განაცხადა რომაული კლუბის ყოფილმა მოთამაშემ.