საქართველოს ნაკრების და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ ხვიჩა "ნაპოლიში" კიდევ მინიმუმ ერთი წელი უნდა დარჩეს
"ვიცი ვარიანტების შესახებ, რომელიც მას აქვს. ეს ინგლისური კლუბებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ნაპოლიში კიდევ მინიმუმ ერთი წელი უნდა დარჩეს. იტალიის ჩემპიონატი მოიგოს, ყველას მომდევნო სეზონში ყველაფერი დაუმტკიცოს, შემდეგ კი ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში გადავიდეს.
კვარაცხელიას შეუძლია თუ არა ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს? აქ მას ჯერ ყველაფერი აქვს. ჯერჯერობით, ეს არაოფიციალური ტიტული კახა კალაძეს უკავია მაგრამ ხვიჩას მისი გადაბირება მარტივად შეუძლია." - განაცხადა ანანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ერთი პერიოდი კვარაცხელია 2019 წელს იჯარით "ლოკომოტივში" ირიცხებოდა, რის შემდეგაც ყაზანის "რუბინთან" გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
რუსულ კლუბში რამდენიმე წლით ასპარეზობის შემდეგ, კვარაცხელიამ 2022 წლის მარტში კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და ფეხბურთელი ბათუმის "დინამოს" გავლით "ნაპოლიში" მოხვდა.