ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის, MLS-ის კლუბის, “შარლოტის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ანტონ უოლკსი დაიღუპა. აღნიშნული ცნობა ამერიკული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების დაცვის კომისიამ განაცხადა, უოლკსი უგონო მდგომარეობაში იპოვნეს მაიამიში, საწყლოსნო სპორტებისთვის არენასთან. როგორც ცნობილი გახდა, ინგლისელი მცველი მოტორიანი ნავების ავარიას ემსხვერპლა. ინციდენტი ოთხშაბათს მოხდა, ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დღეს ის გარდაიცვალა.