ფიფამ არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის წინააღმდეგ საქმე აღძრა. საქმე ეხება არგენტინის ნაკრების ფეხბურთელთა მხრიდან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ კონკრეტულ ქმედებებს.
აღნიშნულ საკითხში ემილიანო მარტინესია გარეული. "ალბისელესტეს" კარის დარაჯმა საუკეთესო მეკარის ჯილდო მიიდო სასქესო ორგანოსთან, არასასიამოვნო საქციელი საზეიმო ღონისძიებებზეც გააგრძელა - ეს ეხება კილიან მბაპესადმი მიძღვნილ წუთიერ დუმილს გასახდელში, ასევე ფრანგის გამოსახულებიანი თოჯინით პოზიორობას საჩემპიონო აღლუმზე.
გამოძიება სადისციპლინო კოდექსის მეთერთმეტე (შეურაცხმყოფელი საქციელი და პატიოსანი თამაშის პრინციპების დარღვევა) და მეთორმეტე (მოთამაშეებისა და ოფიციალური პირების არასამართლებრივი საქციელი) მუხლების მიხედვით მიმდინარეობს.