ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა » სპორტის ხაზი

ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
6-01-2023, 14:11
Aa Aa
გაზიარება:

სინიშა მიხაილოვიჩისა და პელეს შემდგომ მსოფლიოს საფეხბურთო სამყარომ კიდევ ერთი გამორჩეული პერსონა დაკარგა. 58 წლის ასაკში, გამორჩეული იტალიელი ფეხბურთელი, ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა. იგი პანკრეატიტის სიმსივნეს ებრძოდა.

ჯანლუკა ბოლოს იტალიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაახლოებით ბოლო ერთი თვის მანძილზე საქმიანობას ჩამოშორდა და ლონდონის საავამდყოფოში იმყოფებოდა.

მისი საკლუბო კარიერა უკავშირდება ისეთ კლუბებს, როგორებიც “ჩელსი” და “იუვენტუსი” არიან, კარიერის საწყის ეტაპზე ვიალი “კრემონეზესა” და “სამპდორიას” ღირსებას იცავდა. მისი კაპიტნობით ტურინულმა კლუბმა 1996 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ჯანლუკა “სკუადრა აძურას” მაისურს 1985-1992 წლებში ატარებდა და ამ დროის მანძილზე 59 შეხვედრა გამართლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი