"მაშინ მსოფლიოს მწვერვალზე ვიყავი" - როჯერ ფედერერმა ძველი დრო გაიხსენა » სპორტის ხაზი

"მაშინ მსოფლიოს მწვერვალზე ვიყავი" - როჯერ ფედერერმა ძველი დრო გაიხსენა

"მაშინ მსოფლიოს მწვერვალზე ვიყავი" -  როჯერ ფედერერმა ძველი დრო გაიხსენა
22-09-2022, 21:01
Aa Aa
გაზიარება:

41 წლის ლეგენდარულმა სპორტსმენმა, როჯერ ფედერერმა Eurosport-თან მიცემულ ინტერვიუში ძველი დრო გაიხსენა და კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩებზე ისაუბრა.

"ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული 2004 წლის აშშ-ს ღია პირველობის ფინალია, სადაც ლეიტონ ჰიუიტს 6:0, 7:6, 6:0 მოვუგე. როგორც წესი დიდ ტურნირებზე ასე არ ხდება. პირველ სეტში იდეალურად გამოვიყურებოდი, მეორე პარტიაში თამაში დავკარგე, მესამე სეტში კი სრული დომინაცია მქონდა. ის თამაში იდეალური იყო. იმ დროს მსოფლიოს მწვერვალზე ვიყავი.

ყველაზე დასანანი მარცხი? ალბათ, 2008 წლის უიმბლდონის ფინალი. სასწორზე ბევრი რამ იდო. სამწუხაროდ ყველაფერი ნადალის საკეთილდღეოდ წარიმართა და დავმარცხდი. ნამდვილად გულგატეხილი ვიყავი" - განაცხადა ფედერერმა.


შეგახსენებთ იმასაც, რომ როჯერმა ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. იგი ამჟამად ლონდონში იმყოფება და გამოსამშვიდობებელი ტურნირისთვის ემზადება, რის შემდეგაც შვეიცარიელი საჩოგბურთო სამყაროს ოფიციალურად დაემშვიდობება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი