ერთ-ერთმა ცნობილმა უცხოურმა გამოცემამ, 90min-მა იტალიის ჩემპიონატის 2022 წლის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, სადაც ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა:
"ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე სახალისო ფეხბურთელია მსოფლიოში. მისთვის დაბრკოლება არ არსებობს." - თქვა გამოცემამ ნაპოლის შემტევზე.
აღსანიშნავია, რომ 90min-ის XI-ში, ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, კიდევ სამი ნეაპოლელი, კიმი, ვიქტორ ოსიმენი და ჯოვანი დი ლორენცოც მოხვდნენ - იხილეთ სრული ფოტო.