ესპანური გამოცემის, Marca-ს მკითხველთა აზრით, 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “პსჟს” შემტევი კილიან მბაპე დასახელდა.
მეორე ადგილზე “პსჟს” კიდევ ერთი ფეხბურთელი, ლეო მესი გავიდა. მესამეზე კარიმ ბენზემა გავიდა
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფრანგის ანგარიშზე “პსჟ-ს” მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 20 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
კილიანი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც არგენტინასთან დამარცხდა. 24 წლის ფეხბურთელი 8 გოლით მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.