ერლინგ “ჰალანდი” “მანჩესტერ სიტიში”არაჩვეულებრივ სადებიუტო სეზონს ატარებს, მან 19 მატჩში 24-ჯერ გაიტანა.
"ჰალანდი უმაღლესი დონის თავდამსხმელია. მას უკვე აქვს დაახლოებით 200 გოლი, ასე რომ, შესაძლოა, 600, 700 ან 800-მდე მიაღწიოს, თუ ფორმას შეინარჩუნებს და გააკეთებს იმას, რასაც ახლა” - განაცხადა კევინ დე ბრუინმა.
ერლინგს აქამდე მცირე დაზიანება აწუხებდა.“სიტის” სამედიცინო პერსონალი ყურადღებით ადევნებს თვალს ნირვეგიელის მდგომარეობას. პეპ გვარდიოლამ ის ადრევე გაიყვანა როგორც “ჟირონასთან” ამხანაგური მატჩში, ასევე კარაბაოს თასზე “ლივერპულთან.”