დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2030 წლამდე დარჩება? | დეტალები » სპორტის ხაზი

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2030 წლამდე დარჩება? | დეტალები

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2030 წლამდე დარჩება? | დეტალები
23-12-2022, 18:22
Aa Aa
გაზიარება:

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი, 2018 წლის მუნდიალის ტიტული, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი - ეს გახლავთ უბრალო ფაქტები, რომლებიც ნათლად ადასტურებენ, თუ როგორი წარმატებული ერა დგას საფრანგეთის ნაკრებში დიდიე დეშამთან ერთად.

მიუხედავად ამისა, ბევრი გულშემატკივრის აზრით, დიდიეს საფეხბურთო ფილოსოფია მოძველდა და კრახისთვის განწირულია, რის გამოც მისი თანამდებობიდან გაშვება არაერთმა საფრანგეთის ქომაგმა მოითხოვა.

ამის საპირისპიროდ, ინტერნეტში გავრცელდა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოელ ლე გრეტის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ დეშამთან მოლაპარაკებების დაგეგმვა უკვე მიმდინარეობს:

"ჩემი აზრით, შეგვიძლია, რომ აღნიშნული საკითხი სწრაფად და უმტკინვეულოდ მოვაგვაროთ. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი შეუფერხებლად წარიმართება, მაშინ დეშამთან კონტრაქტის საკითხის მოგვარებას წლის ბოლომდე შევძლებთ." - ამ ყველაფერს ლე გრეტმა ისიც დაურთო, რომ დეშამთან ურთიერთობას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია 2030 წლამდე გეგმავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი